“გაუგებარია, რატომ აქვს ნათია ჯანაშიას ლონდონის სასამართლოს იმედი” – გიორგი ცუცქირიძე

1 hour ago 3

22

„სულ ახლახანს, ლონდონის სასამართლოს პირველ მისამზადებელ სხდომაზე განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რის საფუძველზე რება ნათია ჯანაშიას ბრიტანულ იურისდიქციაში წარმატების იმედი. მისი ბრიტანული მიმართულება, პრაქტიკულად ჩავარდა”, – ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ბოლო პერიოდში, აქტიურად აკვირდება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო არსებული დავის მიმდინარეობას და მასთან დაკავშირებით, პერიოდულად, საკუთარ ხედვებს უზიარებს საზოგადოებას.

ანალიტიკოსის თქმით, ის რომ ნათია ჯანაშიას არ დაუკმაყოფილდა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შემდგომში უნდა ემსჯელა ინვესტორისა და მისი ხელმძღვანელების სავარაუდო ზეგავლენებზე სასამართლო სისტემასთან მიმართებით, მისი გამოუსწორებელი პროცესუალური მარცხია, რომელიც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო.

სამაგიეროდ, როგორც ცნობილია, სასამართლომ დააკმაყოფილა ნათია ჯანაშიას მხოლოდ ერთი შუამდგომლობაქართველი ექსპერტის დაკითხვა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ის, რაც სარჩელში უწერიათ. კერძოდ კი, ამ ექსპერტმა ბრიტანული სასამართლოს წინაშე უნდა დაამტკიცოს, რომ ნათია ჯანაშიასთვის არ არსებობს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობა, რომ საქართველოს მთელი სახელმწიფო და სასამართლო სისტემა სრულად კორუმპირებულია და რომ სწორედ ამიტომ არის ნათია ჯანაშიასთვის ბრიტანული მართლმსაჯულება ერთადერთი ნუგეში…  

რეალურად კი, მხოლოდ ამ ერ კონკრეტული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფონზე, ნათელი გახდა, რომ ბრიტანულმა სასამართლომ საქმეს ჩამოაშორა ბიზნესასპექტები. ეს კი ნათია ჯანაშიას პოზიციებს, პრაქტიკულად, სრულიად უსაფუძვლოს ხდის”, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ზოგადად, ინგლისის სასამართლო ორიენტირებულია წმინდა კომერციულ, სახელშეკრულებო და კორპორაციულ სამართალზე. შესაბამისად, კომერციული დავის პოლიტიკურ მანიფესტად გარდაქმნის მცდელობა, ბრიტანელი მოსამართლეების მიერ აღქმული იქნება, როგორც მყარი სამართლებრივი მტკიცებულებების არარსებობა და ეს დიდი ალბათობით, სარჩელის დაუშვებლად ცნობის პირდაპირი საფუძველი გახდება.

ამ ყველაფრის ფონზე, მიმაჩნია, რომ ნათია ჯანაშიას სარჩელს ლონდონის სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს. იგი, სავარაუდოდ, დაუშვებლად იქნებ ცნობილი იურისდიქციული საფუძვლით, ხოლო არსებით განხილვაში შესვლის შემთხვევაშიც კი, წაგებისთვის არის განწირული, ვინაიდან ეყრდნობა ხელოვნურად პოლიტიზებულ ნარატივს, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და პროცესუალურ თაღლითურ ხრიკებს, რასაც მაღალი სტანდარტის ბრიტანული მართლმსაჯულება არ გაიზიარებს”, – დასძენს ცუცქირიძე.

სრულად წაკითხვა