გარდაიცვალა ზურაბ წერეთელი

3 months ago 43

91 წლის ასაკში გარდაიცვალა მოქანდაკე, მხატვარ-მონუმენტალისტი ზურაბ წერეთელი. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო.

რუსულმა მედიამ ცნობა ზურაბ წერეთლის გარდაცვალების შესახებ მის თანაშეწეზე დაყრდნობით დღეს, 22 აპრილს, დილით გაავრცელა. თანაშემწის თანახმად, ღამის ორის ნახევრისთვის ზურაბ წერეთელს გული გაუჩერდა.

ზურაბ წერეთელი თბილისში დაიბადა. 1950-იანი წლების ბოლოს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1960-იანი წლებიდან წერეთელი ძირითადად, რუსეთში მუშაობდა. იყო მოსკოვის 1980 წლის ილიმპიადის მთავარი მხატვარი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის, საფრანგეთის და იუნესკოს არაერთი მაღალი ჯილდოს მფლობელი და არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორი. მათ შორისაა მოსკოვში, იესო ქრისტეს ტაძრის აღდგენა, გამარჯვების მემორიალი, პეტრე პირველის ქანდაკება და ა.შ. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

1992-1995 წლებში წერეთელი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

2006 წლის 23 ნოემბერს თბილისის თავისუფლების მოედანზე აღმართეს წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც ავტორმა, ზურაბ წერეთელმა თბილისს „ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.

სრულად წაკითხვა