გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წყალსაცავში კაცის და მისი ორი შვილის ცხედარი იპოვეს

3 months ago 34

ორი დღის ძებნის შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაანთკარში მდებარე წყალსაცავში გუშინ, 21 აპრილს კაცისა და მისი ორი შვილის ცხედარი იპოვეს. ძებნის სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები.

არსებული ვერსიით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები კაცი 12 და 13 წლის შვილებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით - როგორც წესი, ამ კვალიფიკაციით გამოძიება იწყება მაშინ, როცა დანაშაულის კვალი არ იკვეთება.

ფორუმი

სრულად წაკითხვა