გავის ოპერაცია ჩაუტარდა და ბარსელონას ზამთრის ბოლომდე ვერ დაეხმარება

1 week ago 7

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველს, პაბლო გავის, მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა. კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელს 4–5 თვემდე რეაბილიტაცია სჭირდება და გუნდს ზამთრის დასრულებამდე ვერ დაუბრუნდება.

საწყის ეტაპზე ექიმები ოპერაციის გარეშე აღდგენას ვარაუდობდნენ და იმედიც იყო, რომ ის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდებოდა, თუმცა საბოლოოდ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.

ცნობისთვის, გავიმ უკვე მძიმე ტრავმა გადაიტანა – 2023 წლის ნოემბერში მას იგივე მუხლზე ჯვარედინი იოგები ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც 11 თვე ვერ თამაშობდა.

სრულად წაკითხვა