„ბათუმელ მედროშე“ თემურ ქათამაძეს საქართველო დაატოვებინეს - ინფორმაციას მისი ცოლი ავრცელებს

1 month ago 16

საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე(გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროული აქციების მონაწილე, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.

ინფორმაცია საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მისმა ცოლმა, ნინო კაკულიამ გაავრცელა. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს... ვერ დავემშვიდობე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელებში.

რადიო თავისუფლება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას ელოდება.

აპრილის ბოლოს სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს საბოლოო უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.

56 წლის თემურ ქათამაძე გადაიყვანეს შსს-ს დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა