5
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● ბავშვებს ცხენის ხორცს აჭმევენ.
● ბავშვებს ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს ასმევენ.
● ბავშვებს ბაღების და სკოლების ასაშენებელ თანხებს ჰპარავენ.
● ბავშვებს საჭმლის ფულს უტეხავენ.
● ბავშვები თხრილებში, პარკებში, ჯართის მოგროვებისას, ქვევრში და გზებზე/ავარიებში იხოცებიან.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელის ბაღებში ცხენის ხორცი აღმოაჩინა.
ეს კომპანია მარტო ქარელის კი არა, არამედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებდა საბავშვო ბაღებს.
ერთ კომპანიას 473,210 ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
იმავე დამფუძნებლის მეორე კომპანიას 4 მილიონზე მეტი აქვს ბიუჯეტიდან მიღებული და ხორცით ამარაგებდა:
საგარეჯოს, ბათუმის, ქუთაისის, გორის, თეთრიწყაროს, თბილისის, სიღნაღის, ხაშურის, ბოლნისის, თერჯოლის, დუშეთის, დედოფლისწყაროს ბაღებს.
მერე გვიკვირს, რატომ არის ბავშვებში ავადობა გაზრდილი და სავსეა ჩვენი კლინიკები ბავშვებით.
მერე გვიკვირს, რატომ გაიზარდა ბავშვებში ძალადობა, ბულინგი, ნარკო და თამაშდამოკიდებულება.
იმიტომ რომ საზოგადოება რომელიც საკუთარ შვილებს ასე ექცევა, ის იმსახურებს და მიიღებს კიდეც უარესს.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·