ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე დაკავებულ ორ ადამიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

1 hour ago 4

11

თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ ორ ადამიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს, რის შედეგადაც კომერციული ორგანიზაციების დირექტორები, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა