რუსულ Wildberries-ს ისევ დაარტყეს

2 hours ago 3

14

რუსეთის ტულას ოლქში დრონებით თავდასხმა იყო –  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი ტულას ოლქის ქალაქ ალექსინში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა. საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ტულას ოლქის გუბერნატორის დიმიტრი მილაევის მტკიცებით, Wildberries-ის საწყობზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.

სრულად წაკითხვა