ზუგდიდში ავტომობილო დაეჯახა სამ არასრულწლოვანს, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
სამივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. “მთავარის” ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

წყარო: ODISHI TV