„ახლა ისეთი რაღაც უნდა დავწერო, რაზეც მათრევენ მაგრამ მკიდია, სიმართლე მწარეა”- რას წერს გურამ შეროზია?

3 hours ago 2

ბლოგერი, მოგზაური და “პრაიმ ჰაუსის” მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, ამჯერად, ის პოსტს იმ შეუმდგარი კაცების შესახებ ავრცელებს, რომლებიც საკმაოდ სოლიდური ასაკის მიუხედავად, ფინანსურად კვლავ ემიგრანტი მშობლების კმაყოფაზე არიან:

„ახლა ისეთი რაღაც უნდა დავწერო, რაზეც მათრევენ მძ*ნერდემონა ჰეითერები, მაგრამ მკიდია, სიმართლე მწარეა.

კი იცით, სხვისი ფული არ მაინტერესებს და მაქვს იმის ტრ**ი, რომ რაც გამისწორდება – მქონდეს და ჩემი ოჯახიც (ეს ჩემს თავზე უფრო მნიშვნელოვანია) – უზრუნველყოფილი მყავდეს. მაშასადამე, ვის რამდენი ფული აქვს – თეორიაში მაგრად მკიდია, რადგან მათი ერთი თეთრიც არ მჭირდება.

არც პატივისცემის ლეველს არ მიზრდის ვინმეს მილიანერობა, ჩემთვის ყველა თანასწორია.

მაგრამ კაცი რომ 35-40 წლისაა, ორი ხელი, ორი ფეხი, ორი თვალი აქვს და ნუ არაფერი უჭირს და მაინც – ამ დრომდე ვერ შეძლო, იმდენი ექნა, რომ მინიმუმ თავისი სიგარეტის ფული ჰქონოდა, ან რესტორანში სხვას არ უყურებდეს ხელებში, როდის გადაუხდის, ან გოგოს არ არჩევდეს ფულის მიხედვით, ან ემიგრანტ მშობლებს არ უყურებდეს ხელებში…

აი, ყველაფერს ვიზამ, დღისით ტომრებს ვათრევ, ღამე ვიტაქსავებ, შუადღით გასართობ ცენტრში ვიბზრიალებ, ნაშუადღევს სტაიანკაზე დავდგები, აღარ დავიძინებ და fuli masesxe asi lari dzmaთქო უცნობ ადამიანებს არ მივწერ და არ დავუშვებ, რომ მე უსაქმურად ვიყო და სხვის ნაშრომს ვანიავებდე. იასნად, იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვისაც ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემა უდგას და ამისთვის სჭირდება თანხები, ან მსგავსი გამონაკლისი შემთხვევები.
ჰოდა, სხვისი ფულიანობა დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ ეგეთი “უფულოების” მიმართ ღრმა პატივისცემითაც ვერ გამოვირჩევი, აემ სორრი.”-წერს გურამ შეროზია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა