აშშ-ის სენატმა პროცედურული კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში იმის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტს 86 სენატორი მიემხრო.
- კანონპროექტის თანახმად, სანქციები უნდა გაფართოვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.
- კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს უფლებას 100%-იანი გადასახადი დააწესოს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ დიდი რაოდენობით ნავთობს და გაზს და რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა კანონპროროექტის ავტორის, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის დღეს, 28 ივლისს. სენატორი გრემი 11 ივლისს გარდაიცვალა. კანონპროექტს მისი სახელი ეწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომელიც კენჭისყრისას სენატში იმყოფებოდა, სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა სენატორ ლინდსი გრემთან გამოთხოვების დღეს ჩატარდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის ლინდსი გრემის გეგმების რეალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტი მუშაობდეს.
პროცედურული კენჭისყრის შემდეგ სენატში იქნება დებატები და საბოლოო კენჭისყრა. დოკუმენტი უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატამაც. კონგრესის ორივე პალატის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის მოწოდება იყო, რომ კანონპროექტს დამატებოდა ირანის საწინააღმდეგო სანქციები. 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტს დაემატა პუნქტი ირანის წინააღმდეგ 1996 წელს შემოღებული სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.

2 days ago
23







English (US) ·
Georgian (GE) ·