წაკითხვა: 333
მე უკვე აღარც მახსოვს ‘პოსტივიზე” როდის ვიყავი, ალბათ წელიწადზე მეტია გასული და არ ვყოფილვარ ამ არხზე, არ ვიცი, ეს შალვა რამიშვილის ახირების გამო ხდება, თუ იმ პოლიტიკის გამო, რაც ზოგადად ხელისუფლებაშია, ასევე თუ სადმე მიგიწვიეს, ისიც აღარ მახსოვს, იმდენი დრო გავიდა.
თუ მიგიწვიეს, ჩვენთვის დრო არის განსაზღვრული წამებში, რამდენიმე წუთი, აზრის გამოთქმის და დამთავრების საშუალება არ გეძლევა, რომ ეთერი გათიშულია, ხოლო ხელისუფლებისთვის, ეს არის აბსოლუტურად შეუზღუდავი დრო, რაც თავისთავად, იმ არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს, რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ავითარებს”- განაცხადა ნანა კაკაბაძემ 5 აგვისტოს, ტელეკომპანია “სეზონი”-ს ეთერში ჩართვისას.
მისი თქმით, ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ატარებს იმ მედიასაშუალებებში, რომლებიც მის დაქვემდებარებაშია და გარდა “ოცნების”წარმომადგენლებისა, იმ ადამიანებსაც უნდა მიეცეთ ეთერში საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა, რომლებიც ხელისუფლებას ემხრობიან, თუმცა აქვთ განსხვავებული პოზიციაც.
“მიზეზი ალბათ ის არის, რომ როდესაც ხელისუფლებას გარანტირებული არ აქვს, რომ იმ ეთერში გამოდიან ადამიანები, რომლებსაც, კი ბატონო, ქვეყანა უყვართ და ქვეყნისთვის საჭირო პოზიციებს გამოხატავენ, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება მათი პოზიციები ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკებისთვის, ვაიდა ისეთი რამ არ წამოცდეს, ვინაიდან არ ხარ მართული და არ ასრულებ ხელისუფლების დაკვეთას და საკუთარი აზრი გაგაჩნია, ვაიდა ეს არ იყოს მათ ინტერესებში და მე მგონია, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რის გამოც, ეს ეთერები არის დახურული.
თუ ჩვენ, ყველანი ერთად, ხელისუფლება და საზოგადოება, იმაში ვთანხმდებით, რომ ერთმანეთს უნდა ვაძლიერებდეთ გარე და შინაური მტრის წინააღმდეგ, თუ მართლა ვფიქრობთ, რომ გარედან არსებობს უზარმაზარი ძალა, დიფსთეითს დაარქმევ, თუ რაღაც ჯანდაბას, ფაქტია, რომ ხდება მსოფლიოს მართვა ისეთი ძალების მხრიდან, რომელიც არავინ იცის რითი კონტროლდება და თუ ჩვენ ამხელა რამეს ვართ შეჭიდებული, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვაძლიერებდეთ და როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გვეშინოდეს?”- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, უფრო დამაჯერებელი იქნება საზოგადოების იმ წარმომადგენლების პოზიციების გაჟღერება, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობიან, თუმცა აქვთ განსხვავებული აზრიც.
ნანა კაკაბაძე დასძენს, რომ ის კვლავ ხელისუფლების მხარდამჭერია, თუმცა მედიის კუთხით, ეს საკითხი მოსაგვარებელია და მეტად უნდა გაიხსნას სახელისუფლებო მედიის ეთერი საზოგადოებისთვის.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს