თბილისის საკრებულოს შენობასთან დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა. როგორც სხვა აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, თოშხუას შეკითხვის პასუხად - "განუმარტონ რატომ აკავებენ", პოლიცია მას ეუბნება, რომ "ხულიგნობისთვის" აკავებენ.
დღეს, 31 ივლისს თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან მყოფ თორნიკე თოშხუას ხელში ფურცელი ეჭირა წარწერით "ბიძინა ყ არა ის?"
თორნიკე თოშხუა პოლიციამ 26 ივლისსაც დააკავა საკრებულოს შენობასთან, "შეურაცხმყოფელი ბანერისთვის". მაშინ მას ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით "ბიძინა ყ***? კი თუ არა".
ის მანამდე ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა. 26 ივლისს, მისდამი სოლიდარობისთვის საკრებულოასთან კიდევ ცხრა ადამიანი დააკავეს. სასამართლომ ზოგ მათგანს რამდენიმედღიანი პატიმრობა ზოგს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
თავად თოშხუა მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა.
ხულიგნობა, რომლისთვისაც პოლიციის ადგილზე გაკეთებული განმარტებით, თოფხუა დააკავეს, ადმინისტაციული სამართალდარღვევის კოდექსისი 166-ე მუხლით დათვალისწინებული დარღვევაა. რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·