აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურება

1 hour ago 3

07.08.202607.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.


ორი კვირის წინ YouTube-ზე გამოქვეყნდა იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადების“ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც გიორგი ბარამიძე იყო. საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის- აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას. ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“ და იაგო ხვიჩიას კითხვას, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.

6 აგვისტოს ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს მის ნათქვამს. ის ჰყვება, რომ ომის დაწყების მომენტში საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმ სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ბარამიძის თქმით, როცა ომი დაიწყო და მტერმა გაგრას შეუტია, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ „მეფარიშვილის ბატალიონის“ წევრები. მისი თქმით, 45-ვე მან და მისმა მოადგილემ წითელი ჯვრის დახმარებით მოგვიანებით სამშვიდობოს გამოიყვანეს.

ბარამიძე ამბობს, რომ რაც თქვა, არ არის არც ქართული ჯარის „ბრალი“ და არც „დანაშაული“:

„პირველ ხანებში, როდესაც მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით და ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქითა მხარე, ანუ რუსული მხარე, სეპარატისტული მხარე იყვანდნენ ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ.

ეს სიტყვა ვთქვი. ხვრეტდნენ – ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი და ასე შემდეგ, ხო?! ჩვენ სამტრო- სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არ ჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და, მით უმეტეს, დანაშაული, რომელზედაც, ასე ვთქვათ, რაღაცას ლაპარაკობენ რომ აი, სადღაც წაგვიყენებენ ამ ამბავს და სადღაც უნდა საქართველო დაადანაშაულონ თითქოს, და არც ქართული სახელმწიფოს, ხო?“.

სრულად წაკითხვა