31
გიგა ავალიანი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა, რომელსაც წარდგენილი მუხლით 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება, სოციალურ ქსელში წერს:
,,მარტო ორი დღე…. არა რაც ეს ამბავი ჩემს ოჯახს ჩემს ანასტასიას გადახდა თავს მის მერე მე მე არ ვარ.
არ დავიწყებ იმის საუბარს რომ, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ეს ასე უნდა მოხდეს და ასეცაა..
აქვე განვმარტავ ანასტასია ბერუაშვილი ამ საქმეში მართლაც რომ თავში კიარა შუაშიც არაა…ის რომ ერთ-ერთის “შეყვარებულად” ფიქსირდებოდა ამ მკვლელობასთან თანამონაწილეობაზე არ მიუთითებს და საერთოდაც არანაირი მეგობრული კავშირი არ ქონია მათთან…(დაკითხონ ის პირებიც)
იტყვით რა დროს “შეყვარებული”-სა დრო იყო … აქვე გეტყვით ყველას გვქონია ეს ასაკი, მას არ დაუმალავს ამის შესახებ მე და ბებიას გაგვიმხილა მისი პატარა საიდუმლო.
თურმე ბედი რა სიურპრიზს უმზადებდა და მისი ეს ბავშვური “სიყვარული” რამხელა განსაცდელს უქსოვდა წინ….
ვინც ანასტასიას იცნობს თუნდაც ერთხელ გყავთ ნანახი სულ მომღიმარი და ისეთი წრელია არანაირი ბოროტული მასში არ ყოფილა არასდროს…
არასოდეს დამიწერია სოც ქსელში შეურაცხმყოფელ მონაწერებზე პასუხი პირიქით სულ იმას ვიძახდი რომ ქ.ეკა შვილმკვდარი დედააა ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს მე მესმის ვიაზრებ და ვიზიარებ მის ამ განსაცდელს მაგრამ გ ა ნ ვ მ ა რ ტ ა ვ :
ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს სახელი და გვარიც კი არ იცოდა მისი და სიკვდილი რა მოტივით “ენდომებოდა” უცნობი ადამიანის ???? კი დაფიქსირდა ზარი სადაც უთხრა ანასტასიას გ.რ – ემ რომ მან და მისმა მეგობარმა იჩხუბეს… ანასტასიას უნდა დაერეკა პოლიციაში და ეს უნდა ეთქვა მოხდა ჩხუბი როდესაც ან რატომ უნდა სცოდნოდა აწ გარდაცვლილის სახელი გვარი და მისამართი… რომც დაერეკა ამასაც სხვა განხილვა მოჰყვებოდა….
მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს და დავამტკიცებთ ჩემი გოგოს ბრალეულობა ამ საქმეში ნამდვილად არაფერია…“

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·