„ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის“ – ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანს

1 hour ago 1

27

„თქვენ გიგა ავალიანი და მისი არსებობა ახლა გაიგეთ… თუმცა 2019 თუ 2020 წლებში, ამ ძმების, როგორც „ტვინების“ და მისი მხარდამჭერების არსებობა მიშამ იცოდა და ისინი უკრაინაში ჩაიყვანა. იმიტომ რომ გიგაში და მის ძმაში ამ ქვეყნის მომავალს ხედავდა და ასეც იყო… ჩემი და ეკას კომუნიკაცია კი წლების წინ შედგა, როდესაც ის დამიკავშირდა და მთხოვდა, პატიმარი სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად ყველაფერი გამეკეთებინა“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე გაავრცელა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ეკა კუპატაძემ „ტვ იმედის“ ეთერში უპასუხა:

„მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია. შეფუთა ეს არასწორად ნიკას და გიგას ქებით. იმის გამო, რომ ნიკა და გიგა აქო და ადიდა, იმას ალბათ ეგონა, რომ მე არაფერს აღარ ვიტყოდი. დადგება იმის დრო, როცა ამ ლაივის შესახებ დეტალურად ვისაუბრებ. მარტო ის იყო სწორი, ვინ იყო ნიკა ავალიანი და გიგა ავალიანი იმ ლაივში. სხვა არაფერი. ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

სრულად წაკითხვა