,,ამის მერე უწერს დედაჩემს, ასეთი შვილების დედა რა ცოდვააო“ – რას წერს სანდრო ცხადაძე?

2 months ago 9

სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,დედაჩემმა, სკოლაში შესვლამდე, ზეპირად მასწავლა ვეფხისტყაოსნის პირველი თავი, რომელიც მთლიანად ღვთის სადიდებელია. 5 წლის ასაკში! 1999 წელს!

მასწავლა გამრავლების ტაბულა სკოლაში შესვლამდე!

მასწავლა ვაჟა-ფშაველას “გაზაფხული” მესამე კლასში.

მატარა ინგლისურზე მეხუთე კლასიდან. ქართულ ენაზე – მეშვიდე კლასიდან.

მავალებდა ყველა საგნის სწავლას და სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე.

საატესტატო გამოცდებზე ავიღე 3 ათიანი, 3 ცხრიანი, 3 რვიანი.

ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში 100% გრანტით.

დავასრულე სამედიცინოს ბაკალავრიატი. ვისწავლე გერმანული ენა. წავიკითხე უამრავი წიგნი.

და ვიღაც უწერს დედაჩემს, ასეთი შვილების დედა რა ცოდვააო. ვაი, თქვენს პატრონს უბედურს

დედაჩემმა სკოლაში მატარა. სკოლაში. ბაგა-ბაღის გაგრძელებად კი არ თვლიდა სკოლას, დღეში 6 საათი ძიძასავით რო მიეგდო შვილები სკოლისთვის “

სრულად წაკითხვა