"ამის გამო თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ" - დვალიშვილი მორიგი ბრძოლის წინ

1 week ago 12

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საკუთარ გამოცდილებას MMA Junkie-სთან ინტერვიუში შეეხო და აღნიშნა, რომ ტიტულის მოპოვებამ მისი ცხოვრება ბევრად უფრო დატვირთული გახადა.

ჩემპიონობის შემდეგ თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ ვგრძნობ. ჩემთვის თითოეული ბრძოლა ერთნაირი მნიშვნელობისაა, მიუხედავად იმისა, ქამრისთვის ვიბრძვი თუ არა. ყოველთვის მაქსიმალური მიზანი და მოტივაცია მაქვს,“ – ამბობს დვალიშვილი.

მისივე თქმით, ტიტულთან ერთად პოპულარობაც მოვიდა, რაც ხშირად ყურადღების გაფანტვას იწვევს: „ოჯახი, მეგობრები, მწვრთნელები, მეზობლები – ყველას დრო უნდა დაუთმო და ეს მარტივი არ არის.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ჩემპიონობის დაცვას 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ შეეცდება.

სრულად წაკითხვა