ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე და ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მისი მეუღლე, ადვოკატი მაია მუმლაძე:
“მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მურთაზი გადაყვანილია კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
დღეს მეც მოვინახულე და, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩემი და მურთაზის სახელით, ყველას უდიდეს მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის❤️❤️❤️“, – წერს მაია მუმლაძე.

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·