ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ შავშვებთან 2 ადამიანი ემსხვერპლა

4 weeks ago 18

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრულად წაკითხვა