ემიგრანტები საბერძნეთში არაბიძე-გულიაშვილის კონცერტის ჩაშლას გეგმავენ

1 hour ago 1

ქართველი ემიგრანტების აქტივობა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი საესტრადო შესმსრულებლებისა თუ ჯგუფების კონცერტების ჩაშლაში იხარჯება. ბენდი “ურსა” ერთ-ერთია, რომელიც ასეთი აქტივობის გამო დზარალდა: გერმანიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა მისი კონცერტი ჩაშალეს, თუმცა სახელისუფლო მედია და თავად “ურსა” საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

ჩაშლის საფრთხე ემუქრება ნიკა არაბიძისა და პაატა გულიაშვილის კონცერტსაც, რომელიც საბერძნეთში უნდა ჩატარდეს. თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ მაია ბაჩანაშილი, რომელიც კონცერტის გაპროტესტების ორგანიზაციული საკითხებითაა დაკავებული, წერს, რომ კონცერტი ათენში არ ჩატარდება, მიზეზად კი საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ასახელებს.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ მის მიმართ რამდენჯერმე გაიჟღერა მუქარამ. ბაჩანაშვილი საჯაროდ დებს პირობას, რომ კონცერტი მაინც არ ჩატარდება და აცხადებს, რომ ვერავინ შეაშინებს.

მისი სტატუსი:

“ეხლა ძალიან ადამიანურ სტატუსს დავწერ და იმედია ზუსტად ისე გაიგებთ, როგორც გადმოგცემთ ჩემს სათქმელს.

დავიწყებ იქიდან რომ გუშინ ჩემს მიერ გამოქვეყნებულმა სტატუსმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

საკითხი ეხება ათენში, რუსული რეჟიმის მსახურების ნიკა არაბიძის და ვინმე გულიაშვილის ( იმედია გვარი არ მეშლება) იანვარში დაგეგმილ კონცერტს.

დღეს არაერთი მუქარის შემცველი მესიჯი მივიღე.

მოდით საერთოდ დაივიწყეთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები.

ყველა პარტიის და პოლიტიკოსის დედა ვატირე როდესაც ჩვენს ღირსებას და თავმოყვარეობას ეხება საქმე!

აქამდე ვთანხმდებით?

იმედს ვიტოვებ, კი!

არაერთი რუსული რეჟიმის მსახური მომღერლების თუ მსახიობების კონცერტი თუ თეატრი ჩატარებულა ათენში.

ვატარებდით!

განა იმიტომ რომ არ ვბრაზდებოდით და მოგვწონდა!

კი, ვბრაზდებოდით მაგრამ, არაფერს ვამბობდით. ( ალბათ უნდა გვეთქვა)

როდიდან იმატა ემიგრანტებში( უმრავლესობის) სიბრაზემ და როდიდან გადავედით ბოიკოტის რეჟიმში?

მაშინ როდესაც თქვენთვის “ქართულმა ოცნებამ” და ჩვენთვის, უმრავლესობისთვის რუსულმა რეჟიმმა, ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება წაგვართვა.

რაც საქართველოს მოქალაქეობის წართმევის ტოლფასია!

იმის მერე გაბრაზდა ემიგრანტების უმრავლესობა, რაც ემიგრაციაში გარდაცვლილებს კუბოც კი დაამადლეს!

იმის მერე გავბრაზდით რაც აბუჩად აგვიგდეს და უდიერად მოიხსენიებენ ადამიანებს რომლებიც შვილებს მესენჯერით, ვაიბერით თუ სხვა აპლიკაციების საშუალებით ზრდიან.

აგდებით, დაცინვით საუბრობთ იმ დედებზე ვინ საკუთარი შვილის გემოვნება არ იცის.

რას ჭამს, რა მოსწონს, რა არ მოსწონს.

რა უხარია…!

აგდებით და დაცინვით საუბრობენ იმ დედებზე რომლებმაც სხვისი შვილები იავნანაზე გაზარდეს და საკუთარი შვილები ბებიებთან, ბაბუებთან დატოვეს, გაჭირვების გამო!

იმ იმედით რომ უკე5ეს მომავალს შეუქმნიდნენ მათ.

იმ ადამიანებს დასცინით რომლის შრომის და ოფლის ფასად საქართველოში გამოგზავნილი ფულებით, ბიუჯეტს ავსებენ და თქვენ?

თქვენ ვინც მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნით დავიჯერო ადამიანური არაფერი დაგრჩათ?

ღირსება, თავმოყვარეობა არ გაქვთ?

მე?

მე რომ მემუქრებით გგონიათ შემაშინებთ?

ვერა!

იცით როდიდან დავკარგე შიშის გრძნობა?

როდესაც ემიგრაციაში წამოსვლის დღეს, ჩემი 3 წლის შვილი გულიდან ამაგლიჯეს და ჩემი 5 წლის შვილი ფეხზე მეხვეოდა ტირილით, დედიკო არ წახვიდე, დედიკოოოო.

ჩემი შვილების განწირული ტილის ხმა დღემდე ჩამესმის.

რომ მემუქრებით რას მიზავთ, მომკლავთ?

და თქვენ გგონიათ ჩემს სიცოცხლეს ფასი აქვს?

არა!

მე იქ მოვკვდი როდესაც ჩემი შვილების ტირილის მიუხედავად, ზურგი ვაქციე მათ და დავტოვე!

ვერ შემაშინებთ!

იმიტომ რომ შიში არ ვიცი რა არის!

პოლიტიკის დედაც!

აქ ღირსებაზე და პრინციპზეა საუბარი!

ან თქვენ რად გიღირთ ეს ყველაფერი!

ფულის გამო ბიჭო?

ფულის დდშცი როდესაც შენც ემიგრანტი ხარ, ან ემიგრანტი ოჯახის წევრი, ახლობელი ემიგრანტი გყავს. ესეთი სანაცნობო წრე გაქვს და მაინც ……..

თუ თქვენ გგონიათ მარტო ჩენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა!

არა!

თქვენც დაგცინეს!

თქვენს აგიგდეს აბუჩად!

თქვენც დაგასხეს ლაფი თავზე!

სულ ეს იყო!

იმედია გაიგებთ რა პრინციპით ვცხოვრობ და ვარსებობ!

ჩემთვის მთავარი ადამიანობა და ადამიანები არიან!

და ბოლოს!

არ იცით ვინ ვარ და რა გარემოცვა მყავს!

ასე რომ, არ გინდათ ეს მუქარები!

ჩემთან ეგენი არ ჭრის!

პირიქით!

კიდევ გავიმეორებ!

სრულად წაკითხვა