ადამიანის უფლებათა ფონდი “მზია ამაღლობელისა და ყველა პოლიტპატიმრის” გათავისუფლებას ითხოვს

6 days ago 8

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Foundation (HRF) მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

“HRF მკაცრად გმობს ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. HRF უერთდება საქართველოსა და მსოფლიოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც მოითხოვენ მზიასა და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს ფარული სასამართლო პროცესი არ იყო სამართლიანობის საკითხი. ის განსხვავებული აზრის გაჩუმებას ეხებოდა”. – წერს ორგანიზაცია X-ზე.

განცხადებასთან ერთად ადამიანის უფლებათა ფონდი (HRF) მზია ამაღლობელის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) ანგარიშებს აქვეყნებს.

სრულად წაკითხვა