UFC 317 – ილია თოფურია ახალ წონაშიც ჩემპიონია (ვიდეო)

1 month ago 4

28-29 ივნისის ღამეს ლას-ვეგასში UFC 317-ის მასშტაბური ტურნირი გაიმართა, რომლის ფარგლები ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია და 35 წლის ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

თოფურიამ შეხვედრა ძალიან მალე, პირველივე რაუნდში მოიგო ნოკაუტით და UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდა მსუბუქ წონაში.

ამ ბრძოლის შემდეგ 28 წლის ქართველ მებრძოლს, სპორტული მეტსახელით „ელ მატადორ“, MMA-ში 17 გამარჯვება აქვს და არცერთი წაგება!

ჩარლზ ოლივეირას ანგარიშზე კი 35 გამარჯვება და 11 წაგებაა; მისი მონაწილეობით გამართული ერთი ბრძოლა კი უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ადრე UFC-ს ჩემპიონი იყო ქვემსუბუქ წონაში (65 კგ), მაგრამ საჩემპიონო  ქამარი ახალ დივიზიონში გადასასვლელად დათმო.

ამრიგად, ქართველი სპორტსმენი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის /UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონია – ილიამდე ასეთ შედეგს კიდევ 9 მებრძოლმა მიაღწია.

ჩემპიონის ტიტული ქვემსუბუქ წონაში (65 კგ) ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, როდესაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ოქტომბერში კი ტიტული დაიცვა მაქს ჰოლოუეისთან ორთაბრძოლაში. მოგვიანებით ილიამ განაცხადა, რომ მუდმივად წონის „დევნის“ პროცესი მისთვის ძალიან რთულია და მსუბუქ წონაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ წონაში ილია მხოლოდ სატიტულო ბრძოლებში აპირებს მონაწილეობას.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა