რუსეთში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენ პაველ დუროვს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დუროვს ბრალს სდებს „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში". პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ 29 ივლისს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, Telegram-ის ადმინისტრაციამ რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია, რადგან არ წაშალა „ამ მესენჯერის მრავალრიცხოვანი არხები, ჩატები და ბოტები“, რომლებსაც „აქტიურად იყენებენ უკრაინული სპეცსამსახურები, ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციები რუსეთში დივერსიულ-ტერორისტული აქტების, მასობრივი მკვლელობების მომზადებისა და კოორდინაციისთვის და კიბერთაღლითობისთვის“.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები Telegram-ის ჩატ-ბოტს, ახალგაზრდებში პოპულარულ გაცნობის სერვის „დაივინჩიკს” იყენებენ „რუსეთის მოქალაქეების დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად მოტყუების და ფსიქოლოგიური დამუშავების გზით“.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლითაც პაველ დუროვს ბრალი წაუყენეს, 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დუროვი წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს.
ინფორმაცია განახლდება.

2 days ago
20







English (US) ·
Georgian (GE) ·