ქეით უინსლეტმა „საშინელი და დამანგრეველი“ პლასტიკური ქირურგიის ეპიდემია გააკრიტიკა და მოსახლეობა წონის დასაკლები წამლების საფრთხის შესახებ გააფრთხილა. The Times-თან ინტერვიუში „ტიტანიკის“ 50 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალებს წარმოდგენა აღარ აქვთ იმის შესახებ, თუ სინამდვილეში სილამაზე რას ნიშნავს და მზად არიან ყველაფრისთვის, რომ სოციალურ მედიაში მეტი მოწონება მიიღონ.
ქეითს გლობალური სილამაზის ტენდენციების შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმის არასდროს ეშინოდა. მან აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში წონის გამო დასცინოდნენ, მაგრამ ეკრანზე მისი არასრულყოფილი გარეგნობა არ აწუხებს.
„მე ვამაყობ ამით, რადგან ჩემი სახე ჩემი ცხოვრებაა და ეს მნიშვნელოვანია. ამის დამალვაზე არასოდეს მიფიქრია“, – აღნიშნა მან.
ვარსკვლავი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა პლასტიკურ ქირურგიას.

„ეს ეწინააღმდეგება ჩემს მორალურ პრინციპებს, იმ გზას, რომლითაც მშობლები აღზარდეს და იმას, თუ რას მივიჩნევ ბუნებრივ სილამაზედ. მინდა ვუთხრა ყველა ქალს, ვინც ჰოლივუდის იმიჯის მიბაძვას ცდილობს – ეს მითია“, – აღნიშნა ოსკაროსანმა მსახიობმა.
ქეით უინსლეტი ამბობს, რომ საზოგადოება საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩეს, რადგან გარშემო საშინელი ზეწოლაა, რომელიც ადამიანებს გარეგნობის შეცვლას აიძულებს.

„როდესაც ადამიანის თვითშეფასება ასეა მიჯაჭვული გარეგნობასთან, ეს საშიში და გაუგებარია. ზოგი ადამიანი ირჩევს იყოს საკუთარი თავი, ზოგი კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს საკუთარ თავს“, – თქვა უინსლეტმა.
მსახიობმა საზოგადოება პრეპარატი ოზემპიკის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ცნობისთვის, ეს არის ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც ზოგი ადამიანი მადის შემცირებისა და გახდომის მიზნით იღებს. უინსლეტი აღნიშნავს, რომ ამ პრეპარატის ეფექტი და ადამიანის ორგანიზმზე გავლენა ბოლომდე შესწავლილი არ არის.
„იციან თუ არა ისინი, რას შეჰყავთ სხეულში? საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფა საშინელებაა. ეს ახლა უფრო მაშფოთებს, ვიდრე ოდესმე. მომწონს, როგორ ბერდებიან ჩემი ხელები. ჩემს ხელებში მთელი ცხოვრება აისახება. ზოგი ულამაზესი ქალი, ვისაც ვიცნობ, 70 წელს გადაცილებულია და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, არის ის, რომ ახალგაზრდა ქალებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილად ლამაზი“, – წუხს ვარსკვლავი.

ქეითმა აღიარა, რომ დაბალანსებულ დიეტას იცავს, თუმცა წითელ ხალიჩაზე გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე საყვარელ საკვებზე უარს ამბობს.
„ვცდილობ, ბოლო რამდენიმე დღე საკუთარ თავზე ვიზრუნო. არაფერი განსაკუთრებული ან ძვირი… ჩემი მთავარი რჩევა წყალია. შეინარჩუნეთ ტენიანობა და კანი მადლობას გეტყვით“, – განმარტა მსახიობმა.
ქეით უინსლეტმა ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე 21 წლის ვაჟთან ერთად გაიარა, რომელიც კინოში კარიერას ახლა იწყებს. მანამდე, სოციალურ ქსელებში განიხილავდნენ კანის კინოფესტივალზე მსახიობის ქალიშვილის გამოჩენას. მაშინ ბევრმა აღნიშნა, რომ 25 წლის მია, რომელიც დედის კვალს გაჰყვა, ჰოლივუდის სილამაზის სტანდარტებს არ შეესაბამება.


ასევე დაგაინტერესებთ
#OK! “ბევრმა არ იცის რომ ნათესავები ვართ,” – ქეით უინსლეტი ქალიშვილის სამსახიობო კარიერაზე

5 days ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·