58 წლის პამელა ანდერსონი სკანდინავიური Vogue-ის ახალი ნომრისთვის გადაიღეს.
ჟურნალის გარეკანზე მსახიობი Saint Laurent by Anthony Vaccarello-ის ტოპში, ქვედაბოლოსა და ხელთათმანებშია გამოწყობილი. ჩაცმულობის ღირებულება 7,500 ევროა.

ფოტოსესია კოპენჰაგენში, ერთ-ერთი დანიელი მხატვრის სახლში გაიმართა. ევას ქვის ქანდაკება, სახლის წინა მფლობელის საჩუქარია.

პამელას მორიგი ლუქი Jacquemus-ის პალტოა, რომელზსაც Saint Laurent by Anthony Vaccarello-ს ხელთათმანები შეუხამა.

მსახიობმა მაკიაჟზე ამჯერადაც უარი თქვა, თუმცა მოხდენილ ფიგურას Stella McCartney-ს კაბით ხაზი გაუსვა.

ინტერვიუში პამელამ თავისი სკანდინავიური ფესვები გაიხსენა – მისი დიდი ბაბუა ფინელი Juho Hyytiäinen იყო, რომელიც 1908 წელს კანადაში, ემიგრაციაში წავიდა და გვარი ანდერსონად შეიცვალა. მისმა ვაჟმა, ჰერმანმა შვილიშვილს ფინურიც კი ასწავლა. მომავალ ვარსკვლავს ბავშვობაში ფინურად საუბარი თავისუფლად შეეძლო, მაგრამ ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ენა დაავიწყდა.

„ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ახლო ადამიანი იყო“ – აღნიშნა მსახიობმა.
პამელა ანდერსონის საერთაშორისო პოპულარობა სერიალმა Baywatch (1992) მოუტანა, რომელიც კალიფორნიის სანაპიროზე მაშველების ცხოვრების შესახებ გვიყვება. სერიალი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა ეკრანებზე, რამაც პამელა ანდრსონი სექს-სიმბოლოდ აქცია. ბოლო წლებში მსახიობმა ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა – უარი თქვა მაკიაჟის გამოყენებაზე და ქერა თმას დაემშვიდობა.

Vogue-თან ინტერვიუში ანდერსონმა განმარტა, რომ ასაკის მატებასთან ერთად სილამაზისადმი დამოკიდებულებას გადახედა. მსახიობის თქმით, მაკიაჟის მიღმა „დამალვა“ აღარ სურს და ბუნებრივ იერს ანიჭებს უპირატესობას.




ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

5 days ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·