#OK! ნიკოლ კიდმანი, ვენუს უილიამსი და ბიონსე 2026 წლის Met Gala-ს თანათავმჯდომარეები იქნებიან

4 days ago 5

ნიკოლ კიდმანი, ვენუს უილიამსი და ბიონსე მომავალ წელს Met Gala -ს თანათავმჯდომარეები იქნებიან. Vogue-ის ცნობით, წვეულება Costume Art -ის გამოფენას მიეძღვნება და როგორც ყოველთვის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

Николь Кидман, Винус Уильямс и Бейонсе станут сопредседателями Met Gala 2026 (фото 1)

თუ ნიკოლ კიდმანი და ვენუს უილიამსი Met Gala -ს ყოველ წელს ესწრებიან, ბიონსე ღონისძიებას ბოლოს 2016 წელს დაესწრო.

ყოველწლიური Met Gala, რომელიც ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს იმართება, პირველად 1948 წელს გაიმართა და ათწლეულების მანძილზე ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი.

ამერიკული მოდის ლეგენდამ, ანა ვინტურმა ღონისძიება 1995 წელს  გადაიბარა და ის მდიდრებისა და ცნობილების პოდიუმად აქცია.

Анна Винтур назвала три главных запрета для гостей Met Gala

გალას წვეულება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის თანხების მოზიდვის ღონისძიებაა, მაგრამ ის ასევე სოციალური მედიის ღონისძიებაა, სადაც ვარსკვლავები ყველაზე უჩვეულო სამოსს იცვამენ და ცდილობენ მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზონ.

Met Gala - одно из самых популярных мероприятий мира моды

საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები საკუთარ მოვალეობებს უკვე გაეცნენ – ის საქველმოქმედო კომიტეტის ზედამხედველობას და სტუმრების სიის შედგენას მოიცავს.

გამოფენის „კოსტუმების ხელოვნება“ კურატორი ენდრიუ ბოლტონია. მასზე წარმოდგენილი იქნება 5000 წლის წინ შექმნილი ნახატები, ქანდაკებები და ხელოვნების ნიმუშები, ასევე ისტორიული და თანამედროვე კოსტიუმები.

Выставка Manus x Machina в Институте костюма, Метрополитен-музей, 2016 год.

ნამუშევრები სხეულის ტიპების მიხედვით გადანაწილდება: „შიშველი სხეული“, „კლასიკური სხეული“, „ორსული სხეული“ „მოკვდავი სხეული“ და ანატომიური ფიგურები, რაც სხეულის გაცილებით ფართო გაგებას გვთავაზობს, ვიდრე მოდის ინდუსტრია.

ღონისძიება 4 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

სრულად წაკითხვა