კიანუ რივზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია, რომელმაც მაყურებელს არა მხოლოდ ფილმებით, თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაც თავი შეაყვარა. მსახიობის სიკეთის შესახებ ლეგენდები დადის. ცნობილია, რომ მან „მატრიცადან“ მიღებული შემოსავლის 70% ქვემოქმედებას მოახმარა. მსახიობს ძალიან უყვარს ცხოველები, ცხოველთა დამცველ ორგანიზაცია PETA-თან მჭიდროდ თანამშრომლობს და მისი ფონდის ერთ-ერთი დამფინანსებელი გახლავთ.
ახლახან, კიანუ რივზმა კალიფორნიის ბორცვების 1000 ჰექტარზე უნიკალური ცხოველთა თავშესაფარი – Arch Haven გახსნა. მსახიობმა პროექტში 100 მილიონი ჩადო, რომ პატრონებისგან მიტოვებულ ძაღლებსა და კატებს არა მხოლოდ დროებითი თავშესაფარი, არამედ ნამდვილი, სამუდამო სახლი ჰქონოდათ.
თავშესაფრის გახსნაზე მსახიობი სამფეხა პიტბულთან – ბაბასთან ერთად მივიდა. შეკრებილ ადამიანებთან საუბარში მსახიობმა თავისი გადაწყვეტილება პირადი ისტორიით ახსნა:

„ბავშვობაში ძაღლი დავკარგე, რაც დღემდე მახსოვს. ამ ცუგებს მეორე შანსი არ ექნებათ, სანამ ჩვენ არ მივცემთ, ამიტომ გავყიდე ჩემი ველოსიპედები და კიდევ რაღაც-რაღაცეები და მიტოვებულ ძაღლებს მუდმივი სახლი ავუშენე“, – თქვა მან.
Arch Haven უბრალო თავშესაფარზე მეტია – ეს მაღალტექნოლოგიური კომპლექსია, რომელიც მსოფლიოში სხვა არცერთ თავშესაფარს არ ჰგავს. ნახეთ, რა ხდის მას უნიკალურს:
• სამუდამო გარანტია – Arch Haven -ის მთავარი პრინციპია, რომ არცერთ ცხოველს არასოდეს დააძინებენ სივრცის, დროის ან მკურნალობისთვის საჭირო თანხების უკმარისობის გამო.
• კომფორტი და ტექნოლოგია – ცხოველებისთვის 500 ინდივიდუალური, კლიმატ-კონტროლით აღჭურვილი სივრცე ააგეს, კატებისთვის კი ცალკე, სპეციალური სახლები.
• სამედიცინო ცენტრი – თავშესაფარში მობილური ვეტერინარული კლინიკა მუშაობს, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით და ჰიდროთერაპიის აუზებით არის აღჭურვილი.
• სათამაშო სივრცე – ცხოველები თავისუფლად მოძრაობენ 50 ჰექტარზე შემოღობილ ტერიტორიაზე.
თავშესაფრის თითოეულ ბინადარს პერსონალური იარლიყი უკეთია, მასზე ცხოველის სახელი წერია, რომელსაც პირადად კიანუ რივზი ურჩევს.
კალიფორნიაში მდებარე ცენტრის გარდა, მსახიობი 2026 წელს კიდევ სამი თავშესაფრის გახსნას გეგმავს ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ტორონტოში.

კიანუ რივზის ინიციატივამ უკვე მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი შთააგონა. სულ რამდენიმე საათში პროექტმა კერძო შემოწირულობებიდან დამატებით 47 მილიონი დოლარი შეაგროვა. ეს ადასტურებს, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია კეთილი საქმისთვის ათასობით ადამიანი გააერთიანოს.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი კიანუ რივზის ცხოვრებიდან:
კიანუ ჩარლზ რივზი ბეირუთში, ინგლისელი დედისა და ჰავაელი მამის ოჯახში დაიბადა. მამის მხრიდან რივზს ირლანდიური, პორტუგალიური, ჰავაიური და ჩინური სისხლი აქვს.
კიანუ რივზი ტრიუკებს ყველა ფილმში თავად ასრულებს.
კიანუ რივზი რეგულარულად აფინანსებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
კიანუ რივზი ყველაზე პატარა როლების შესრულებასაც კი თანხმდება.
მსახიობს უყვარს თავისი გულშემატკივრები, მაგრამ მათ წერილებს არასდროს კითხულობს.
კიანუ რივზი შეყვარებული იყო სანდრა ბულოკზე.
მსახიობს დისლექსია აქვს.
კიანუ რივზს საშუალო სკოლის დიპლომი არ აქვს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსახიობს ოდესმე შვილები ეყოლება.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! 61 წლის კიანუ რივზი 52 წლის ალექსანდრა გრანტზე ფარულად დაქორწინდა

5 days ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·