#OK! „ევროვიზია 2026“ – გავიხსენოთ კონკურსის ყველაზე დასამახსოვრებელი ვარსკვლავები

4 hours ago 5

12 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიევროვიზია 2026“ ოფიციალურად დაიწყო. მთავარი შოუები 14 და 16 მაისს გაიმართება, ხოლო ღონისძიებას „Wiener Stadthalle“-ის არენა მასპინძლობს.

კონკურსში 35 ქვეყანა მონაწილეობს.

ფინალში ავტომატურად გადავიდნენ მასპინძელი ავსტრია დადიდი ოთხეულისქვეყნები – საფრანგეთი, გერმანია, იტალია და გაერთიანებული სამეფო. დანარჩენი მონაწილეებიდან ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: საბერძნეთი, ბელგია, ფინეთი, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბია, კროატია, ლიეტუვა და პოლონეთი

წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს ჯგუფიბზიკებიწარადგნენ სიმღერით „On Replay“. მუსიკის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი საბავშვო ევროვიზია 2014 წლის მონაწილესლიზი ჯაფარიძეს (Lizi-Pop) ეკუთვნის.

ბზიკებისშემადგენლობაში არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. ჯგუფმა საქართველოს პირველი გამარჯვება საბავშვო ევროვიზიაზე 2008 წელს მოუტანა. 18 წლის შემდეგ კი ჯგუფი ,,ბზიკები”ევროვიზიისდიდ სცენაზე დაბრუნდა ნახევარფინალში, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა.

ევროვიზია 2026“-ის ფინალის მოახლოებასთან ერთად, გავიხსენოთ ის არტისტები, რომლებმაც სწორედ ევროვიზიის სცენაზე გამოსვლით საერთაშორისო პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

ABBA

ლეგენდარულმა შვედურმა ჯგუფმა ევროვიზია 1974 წელს სიმღერით „Waterloo“ მოიგოესმათი საერთაშორისო წარმატების დასაწყისი გახდა.

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ABBA მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან პოპჯგუფად ჩამოყალიბდა. მათი ჰიტები — „Dancing Queen“, „Mamma Mia“, „Gimme! Gimme! Gimme!“ და „The Winner Takes It All“ — დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს, ხოლო ჯგუფის მუსიკის საფუძველზე მოგვიანებით ცნობილი მიუზიკლი და ფილმი „Mamma Mia!“ შეიქმნა.

Celine Dion 

კანადელმა მომღერალმა ევროვიზიაზე შვეიცარია 1988 წელს სიმღერით „Ne partez pas sans moi“ წარადგინა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. სწორედ ევროვიზიის შემდეგ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერის სწრაფი აღმასვლა. მოგვიანებით სელინ დიონი მსოფლიო მუსიკის ერთერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად იქცა, ხოლო მისი ჰიტები — „My Heart Will Go On“, „Because You Loved Me“ და „The Power of Love“ — დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს.

Alexander Rybak

ნორვეგიელმა მომღერალმა ევროვიზია 2009 წელს სიმღერით „Fairytale“ მოიგო და კონკურსის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. სიმღერა მალევე იქცა -„Fairytale“ დღემდე ევროვიზიის ერთერთ ყველაზე პოპულარულ და ცნობილ სიმღერად მიიჩნევა.

Måneskin

იტალიურმა როკჯგუფმა ევროვიზია 2021 წელს სიმღერით „Zitti e buoni“ მოიგო. კონკურსის შემდეგ მათი სიმღერები — „Beggin’“, „I Wanna Be Your Slave“ და „Supermodel“ — საერთაშორისო ჩარტებში მოხვდა, ხოლო ჯგუფმა ევროპისა და ამერიკის მასშტაბით არაერთი წარმატებული ტურნე გამართა. დღეს Måneskin თანამედროვე როკმუსიკის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფად მიიჩნევა.

საქართველოევროვიზიაზე

საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წელს შედგა. პირველი წარმომადგენელი იყო სოფო ხალვაში სიმღერით „Visionary Dream“.

 სოფო ხალვაში – Visionary Dream (2007)

დიანა ღურწკაია – Peace Will Come (2008)

სტეფანე და 3G – We don’t Wanna Put in (2009) დისკვალიფიკაცია

სოფო ნიჟარაძეShine (2010)

Eldrine – One More Day (2011)

ანრი ჯოხაძე – I’m a Joker (2012)

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი – Waterfall (2013)

The Shin და მარიკო ებრალიძე – Three Minutes to Earth (2014)

ნინა სუბლატი – Warrior (2015)

Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz – Midnight Gold (2016)

თამარ გაჩეჩილაძე – Keep The Faith (2017)

ირიაოშენი გულისთვის (2018)

ოთო ნემსაძესულ წინ იარე (2019)

თორნიკე ყიფიანი – Take Me As I Am (2020)

Circus Mircus – Look In Me (2022)

ირუ ხეჩანოვი – Echo (2023)

ნუცა ბუზალაძე – Firefighter (2024)

მარიამ შენგელიაFreedom (2025)

სრულად წაკითხვა