#OK! დღეს ბზიკები ევროვიზიის პირველ ნახევარფინალურ ტურში გამოვლენ

1 hour ago 3

დღეს, 12 მაისს, საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Bzikebi ევროვიზიის პირველ ნახევარფინალურ ტურში მე-6 ნომრად წარსდგება და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს ტრეკით – “On Replay” , რომელმაც გამოსვლისთანავე სოციალური ქსელები აამოძრავა და ტრენდების სიაშიც მოხვდა.

ახალ კომპოზიციას ონლაინ პლატფორმებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მათი დღევანდელი გამოსვლის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. ევროვიზიის შემდეგ ეტაპზე გადასვლა ჟიურისა და მაყურებლის ხმების საფუძველზე განისაზღვრება — საუკეთესო ათეულში მოხვედრის შემთხვევაში, ჯგუფი 16 მაისს ფინალურ სცენაზე მთავარი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

Bzikebi ქართველი და ევროპელი აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობი სახელია — ისინი წლების წინ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები გახდნენ და სწორედ ამ წარმატების შემდეგ ბრუნდებიან ახლა უკვე დიდი ევროვიზიის სცენაზე.

2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 მაისს ოფიციალურად გაიხსნა, სადაც ევროპის მუსიკალური სცენა კვლავ ერთ სივრცეში გაერთიანდა.

სრულად წაკითხვა