#OK! ახალი ხმა Gucci-ში

21 hours ago 8

დემნა გვასალიამ 16 მაისს Gucci-ის საკრუიზო შოუ ნიუ-იორკში გამართა.ეს იყო დემნას პირველი საკრუიზო გამოსვლა მოდის სახლისთვის, სადაც მან საზოგადოებას ბრენდის ახალი მიმართულება წარუდგინა. 

კოლექცია პოდიუმზე განსხვავებული სტილის ესთეტიკას ქმნიდა, სადაც თითოეულ ლუქში ბრენდის ხასიათი ახალ ფორმას იძენდა.

მოდელებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან პერის ჰილტონი, ანოკ იაი, ქენ­დის სვე­ი­უნ­ფო­უ­ლი, სინ­დი კრო­უ­ფორ­დი, ემი­ლი რა­ტა­კოვ­სკი, ალექს კონსანი და სხვა.

დრამატული, თავისუფალი, მინიმალისტური და ამავე დროს უჩვეული დეტალებით დატვირთული სამოსი, ქართველი დიზაინერის ხელწერად იქცა Gucci-სთვის.

კოლექცია ბრენდის იდენტობას ინარჩუნებდა, თუმცა დემნამ მას უფრო თანამედროვე, ექსპერიმენტული და ემოციური ენტერპრეტაცია შესძინა. 

მოდის ინდუსტრიაში ე.წ. “საკრუიზო” კოლექცია განსაკუთრებული სეზონია, რომელიც ძირითად სეზონებს – გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ ზამთარი – შორის გამოდის. 

დღეს ეს შოუ ბევრად დიდ მნიშვნელობას ატარებს. ბრენდები ხშირად ყველაზე მასშტაბურ და კინემატოგრაფიულ ჩვენებებს სწორედ Cruise სეზონზე აწყობენ.

ამიტომ ქართველი დიზაინერისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა გუშინდელ დღეს, რადგან მისი ჩვენება ერთგვარი განცხადებაა, თუ როგორი იქნება მისი ხედვა Gucci-სთვის მომავალში 

სრულად წაკითხვა