“EU-ს წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები – უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ” – ჰერჩინსკი “ოცნებაზე”

2 months ago 12

“მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ლიდერების მიმართ. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, ნუ გააკეთებთ ამას – დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებების იგნორირება მოახდინეს, უარესი – დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხი ქუჩებში.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. თუმცა, სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ეს თანხმობა, არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები – უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ”.

– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. [ფორმულას თარგმანი]

სრულად წაკითხვა