„მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე. თუ შევადარებთ, როგორი აშკარა დაუსჯელობით სარგებლობენ პოლიციელები, ნათელი ხდება, რამდენად დისკრიმინაციულად ეპყრობა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მას და სხვა დემონსტრანტებს...
საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, კიდევ უფრო მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან“, - წერია წერილში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებაზეც. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე:
„შემაშფოთებელია, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მოსამართლის სწრაფი გადაწყვეტილებით, როდესაც მან გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, თითქოს ამაღლობელს შეეძლო მიმალვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუ საპატიმროს გარეთ იქნებოდა“.
მასალა განახლდება