უკრაინის სუმის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა რუსული დრონით შეტევას.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ დღეს, 17 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.
პოლიციის მონაცემებით, დაიღუპა 9 და დაიჭრა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
სუმის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსზე დარტყმა იყო „ლანცეტის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით.