30 სექტემბერს ღამით მომხდარი 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ამ კუნძულთან დაფიქსირდა. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, გზები და წყალმომარაგების სისტემა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ეპიცენტრში მდებარე ქალაქ ბოგოს საავადმყოფომ დაშავებულები ვერ დაიტია, ამიტომ პაციენტების დასახმარებლად სამედიცინო პუნქტები ღია ცის ქვეშ გახსნეს.
მიწისძვრის შემდეგ დაკარგულად ითვლება ათეულობით ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან ერთად ხელისუფლება წყლით და ელექტროენერგიით მომარაგების სისტემების აღდგენას ცდილობს.
სებუ ტურისტებში პოპულარული კუნძულია, სადაც სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.