3
კონკურენციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმებულები არიან:
- შპს გლობალ ცბს – 249 144 ლარით;
- შპს კონცეპტ ფარმა, – 21 646 ლარით;
- შპს რიჩ გრუპი – 77 936 ლარით;
- შპს გეა -210 632 ლარიით;
- საქმე ეხება სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.
კონკურენციის სააგენტო, წერს, რომ ოთხი კომპანიის მხრიდან გამოვლინდა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.
„კომპანიები მედიკამენტების თვითღირებულებაში ითვალისწინებდნენ ისეთ ხარჯებს, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა პროდუქტის რეალურ ფასს – ძვირადღირებული საჩუქრები, ოქროს სამკაულები, სპექტაკლებზე და კულტურულ ღონისძიებებზე მოწვევები, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები, ევროპასა და საქართველოში ძვირადღირებულ სასტუმროებში გამართული კონფერენციები, კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური მომსახურება, კანონით გათვალისწინებული ჯარიმები და სანქციები, პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.“ – წერია განცხადებაში.
“კომპანიებმა „საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით” – წერს GCCA.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. „დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.“