„4 ოქტომბრის საქმეზე“ საპროცესო შეთანხმებით 14 დემონსტრანტი დარბაზიდან გაათავისუფლეს

2 days ago 5

საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 დემონსტრანტი. მათი სასამართლო სხდომები ორ ჯგუფად ჩატარდა და განიხილეს მოსამართლეებმა ნინო თარაშვილმა და დიმიტრი ჯინჯოლიამ.

პირველ ჯგუფში არიან:

  1. ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  2. ბექა ქელეხსაშვილი;
  3. გიორგი მულაძე;
  4. მამუკა ლაბუჩიძე;
  5. გურიელ ქარდავა;
  6. თემურ ქურციკიძე;
  7. ვახტანგ ფიცხელაური
  8. და ავთანდილ სურმანიძე.

მეორე ჯგუფის შემადგენლობა ასეთია:

  1. სერგო მეგრელიშვილი;
  2. გიორგი რურუა;
  3. გიორგი ქორქია;
  4. ლაშა ივანაძე;
  5. ლევან ჯიქია;
  6. ხვიჩა გოგოხია.

ამ საქმეზე, 10 ივნისის მდგომარეობით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა სულ 22 ბრალდებულს. შეთანხმების პირობა იყო აღიარება და სამი წელი პირობითი მსჯავრი. გუშინ, 9 ივნისს, საპროცესოთი გათავისუფლდნენ მსჯავრდადებულები:

  1. ალექსანდრე გოგოლაძე;
  2. გოჩა ყატაშვილი;
  3. სულხან ამბალავა;
  4. რამაზ ჯორბენაძე;
  5. ჯანრი თირქია;
  6. გენადი კეხილაშვილი;
  7. დავით ღურწკაია;
  8. ევა შაშვიაშვილი.

დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების საფუძველია.

საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდადებულს, ისე პროკურორს.

„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს არის „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობის საქმე. ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.

დაკავებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული. მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

სრულად წაკითხვა