15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო

2 weeks ago 14

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო.

პირველი ტურის მატჩები 12 და 14 სექტემბერს, ხელვაჩაურსა და თბილისში ჩატარდა. აღმოსავლეთის ტურის დაწყებამდე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ავაზაზე ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა შედგა. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება 30 ნოემბერს დასრულდება. ლიგაში დასავლეთ საქართველოს 6 გუნდი და აღმოსავლეთ საქართველოს 7 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონს პლეი-ოფის პრინციპით ორი ჯგუფის საუკეთესო ოთხეული გამოავლენს.

სრულად წაკითხვა