ზაფხულის ბოლო კვირა დაგროვილი საქმეების დასრულებისა და ახალი სეზონისთვის მომზადების დროა. ამ კვირაში პრაქტიკული საკითხები, სამუშაო ვალდებულებები და შემოდგომის გეგმები ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. კარგი დროა საქმეების მოსაწესრიგებლად, ფინანსების გონივრულად სამართავად და პირადი ურთიერთობების მშვიდად გასაანალიზებლად.
ამ პერიოდში უმჯობესია, მეტი ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, მოუსმინოთ ინტუიციას და თავი აარიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მშვიდი დიალოგი დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში.
🌟 ამ კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ასპექტები
27 აგვისტო – მერკურისა და მზის შეერთება
ეს ასპექტი, ძირითადად, გონებრივ და ვერბალურ აქტივობას უკავშირდება. მისი გავლენით ადამიანები უფრო გააზრებულად და რაციონალურად მოქმედებენ. გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი საკითხებს ყურადღებით განიხილავენ და ცდილობენ, ყველაზე ეფექტიანი და ოპტიმალური არჩევანი გააკეთონ.
28 აგვისტო – მერკურისა და ურანის კვადრატი
ეს ასპექტი აზროვნებასა და ქმედებებს შორის შეუსაბამობას აძლიერებს. მისი გავლენის ქვეშ ადამიანი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ცდილობდეს მოქმედებას და სწრაფად დაკარგოს ინტერესი დაწყებული საქმეების მიმართ. ასპექტი არცთუ ხელსაყრელია კომუნიკაციასა და საქმიან კონტაქტებთან დაკავშირებული საკითხებისთვის.
28–29 აგვისტო – მზისა და ურანის კვადრატი
ეს ასპექტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ძლიერ სურვილს უკავშირდება. მისი გავლენით ადამიანები შესაძლოა ნებისმიერი შეზღუდვის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი გახდნენ. თავისუფლებისკენ სწრაფვამ შეიძლება ხელი შეუწყოს დამკვიდრებული ცხოვრების წესის შეცვლის სურვილს და ნულიდან დაწყების მცდელობას.
♈ ვერძი
თქვენი ეჭვები საკუთარ შესაძლებლობებზე უსაფუძვლოა. ყველაფრის შესრულებას შეძლებთ, მაშინაც კი, თუ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ. სამუშაო სიტუაცია გაუმჯობესდება, თუ მოთმინებასა და მონდომებას გამოიჩენთ. თუმცა პრობლემურ საკითხებზე მუშაობას ცოტა ხნით მოერიდეთ. სახლში კი კარგი იქნება, თუ ყველა არასაჭირო და გამოუყენებელ ნივთს მოიშორებთ.
შაბათ-კვირას სერიოზული არაფერი დაგეგმოთ – საკუთარ თავს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მიეცით.
სასიკეთო დღეები: 27, 30
არახელსაყრელი დღე: 25
♉ კურო
ამ კვირაში განსაკუთრებით დაგაფასდებათ მოქნილობა და კომპრომისზე წასვლის უნარი. ნუ მოერიდებით უფროსთან და კოლეგებთან საუბარს – მათი მხარდაჭერა წინსვლაში დაგეხმარებათ. კვირის შუა პერიოდი იდეალურია პაემნებისთვის, საყვარელი ჰობისთვის და ბავშვებთან დროის გასატარებლად. იუმორის გრძნობა განსაკუთრებით გამოგადგებათ.
შაბათ-კვირა კარგი დროა სახლში რემონტის დასაწყებად – სამუშაოს პრობლემების გარეშე და მოკლე დროში დაასრულებთ.
სასიკეთო დღეები: 27, 28
არახელსაყრელი დღე: 26
♊ ტყუპი
ისეთ შემოქმედებით შედეგებს მიაღწევთ, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით. დიდი შანსია, რომ თქვენი შრომა სათანადოდ დააფასონ და მომგებიანი კონტრაქტი შემოგთავაზონ. ახლა დასვენების დრო არ არის – შეგიძლიათ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად მარტივად გაუმკლავდეთ. ხშირად გაიღიმეთ და იხუმრეთ – ეს არა მხოლოდ თქვენს, არამედ გარშემო მყოფების განწყობასაც გააუმჯობესებს.
ამ შაბათ-კვირას ვნებიანი პაემანი გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 26, 29
არახელსაყრელი დღე: 27
♋ კირჩხიბი
ეცადეთ, ამ კვირაში სამსახურში თავი არ გადაიტვირთოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს დაალაგებთ და ემოციური მდგომარეობის დაბალანსებას შეეცდებით. თქვენი მობილურობა და სწრაფად აზროვნების უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახლა კარგი დროა დაკარგული კავშირების აღსადგენად – ეს ურთიერთობები უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. არც ოჯახის წევრები და მეგობრები დაივიწყოთ და ეცადეთ, მათ საკმარისი ყურადღება დაუთმოთ.
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სეირნობა არა მხოლოდ ფორმის შენარჩუნებაში, არამედ გონების განტვირთვაშიც დაგეხმარებათ.
შაბათ-კვირას აგარაკზე პიკნიკი მოაწყვეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 30
არახელსაყრელი დღე: 28
♌ ლომი
ეს კვირა საკმაოდ სტრესული იქნება. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, თუ შემოგთავაზებენ – რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალების მარტო შესრულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, კოლეგებთან კონფლიქტს თავი აარიდოთ. ღირს კრიტიკის მოსმენა – შესაძლოა, ისინი გარკვეულ საკითხებში მართლები იყვნენ. პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, ახლა განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება და სწრაფ შედეგსაც გამოიღებს.
ამ კვირაში პარტნიორი სასიამოვნო და სასარგებლო საჩუქრით გაახარეთ. მარტოხელა ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სანდო და თავდაჯერებულ ადამიანებს.
სასიკეთო დღეები: 27, 29
არახელსაყრელი დღე: 26
♍ ქალწული
ეს კვირა იდეალურია ახალი წამოწყებებისა და ყველაზე თამამი იდეების განსახორციელებლად. წინ შემოქმედებითი და პიროვნული ზრდის მრავალი შესაძლებლობა გელოდებათ. კვირის დასაწყისში ინიციატივის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ. ეცადეთ, წვრილმანებმა არ გაგიტაცოთ. მთელი თქვენი ძალისხმევა ერთ, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს მოახმარეთ და შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ.
შაბათ-კვირა ისე გაატარეთ, როგორც თქვენს გულს სურს.
სასიკეთო დღეები: 24, 28
არახელსაყრელი დღე: 29
♎ სასწორი
ამ კვირაში ნუ ეცდებით რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებას – ერთ საკითხზე კონცენტრირდით. კვირის დასაწყისში შეეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ. ფრთხილად იყავით ფინანსებთან და საეჭვო შემოთავაზებებს მოერიდეთ. მცირე თანხის ქველმოქმედებისთვის გაღება სასარგებლო იქნება. პირად ურთიერთობებში პარტნიორთან გულწრფელი იყავით, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.
შაბათ-კვირას ხმაურს მოერიდეთ. სასურველია, დრო ბუნებაში გაატაროთ და ენერგია აღიდგინოთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28
არახელსაყრელი დღე: 26
♏ მორიელი
ამ კვირაში მომგებიანი პროექტები და წარმატებული წამოწყებები გელოდებათ. იმედითა და ორიგინალური იდეებით იქნებით სავსე. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ყველაზე თამამი იდეების გაზიარებისა – შეძლებთ, ნებისმიერი გარემოება თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ფინანსურ სფეროში მოულოდნელი შემოსავალია მოსალოდნელი, შესაძლოა მეგობრებთან ერთობლივი პროექტის მეშვეობით.
შაბათ-კვირას ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ ან დრო მეგობრების დიდ და ხმაურიან ჯგუფთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 24, 29
არახელსაყრელი დღე: 27
♐ მშვილდოსანი
ახლა რაიმეს შესაცვლელად საუკეთესო დრო არ არის. დარჩით საკუთარი თავისა და თქვენი სტილის ერთგული. ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, მიზნებს მიაღწიოთ და შეუფერხებლად გადახვიდეთ ახალ გამოწვევებზე. ოთხშაბათს შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ გაფანტოთ ყურადღება და დაგეგმილ სტრატეგიას არ გადაუხვიოთ. პარასკევს სერიოზულად მოეკიდეთ ახალ საქმიან წინადადებას – შესაძლოა ამან საინტერესო პერსპექტივები გაგიხსნათ.
შაბათ-კვირა დასვენებას დაუთმეთ, თუმცა საქმიანი ზარისთვის მზად იყავით.
სასიკეთო დღეები: 27, 30
არახელსაყრელი დღე: 28
♑ თხის რქა
ამ კვირაში ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა სფეროში მაქსიმალურად პრაქტიკული იყოთ. თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფთა თვალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს შესანიშნავი დროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან მასწავლებლის კარიერის დასაწყებად. შესაძლოა სამსახურის შეცვლის მიმზიდველი შემოთავაზებაც მიიღოთ. ურთიერთობებში საერთო იდეალების პოვნა წინ წამოიწევს.
ამ შაბათ-კვირას მოგზაურობა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება.
სასიკეთო დღეები: 26, 28
არახელსაყრელი დღე: 25
♒ მერწყული
ბევრი პროფესიული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით, მაგრამ მათ წარმატებით გადალახავთ და პირადი ცხოვრებისთვისაც გამონახავთ დროს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ მკაფიო ხედვა და მტკიცედ იდგეთ საკუთარ პოზიციაზე. ნუ მოტყუვდებით და ნუ ენდობით არარეალურ დაპირებებს. ფინანსური თვალსაზრისით სიფრთხილე გმართებთ – მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს.
ურთიერთობებში აუცილებელია პარტნიორთან სრული გულწრფელობა. ყველაზე რთული და ინტიმური თემების განხილვას ნუ გადადებთ, საშიში არაფერია.
შაბათ-კვირა მშვიდ, პირად გარემოში გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 29
არახელსაყრელი დღე: 28
♓ თევზები
გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა ამ კვირაში ბევრად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური ძალისხმევა. დაკისრებული დავალებების ინიციატივითა და კეთილსინდისიერად შესრულებას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს. ეს შესანიშნავი დროა ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოსაძებნად. რთულ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან.
შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენეთ ან იმუშავეთ, თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სასიკეთო დღეები: 26, 30
არახელსაყრელი დღე: 29
თამთა გურული
ასევე, დაგაინტერესებთ: თქვენი ზოდიაქოს სურნელი – რას გვირჩევენ ასტროლოგები არომატების არჩევისას?
nostal.ge ახალი ამბები