ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა აღდგა – მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

6 hours ago 4

1

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა აღდგა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. “როიტერის” ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 78 დოლარზე დაბალია.

პარალელურად, ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა ირანთან შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით კი, მომზადებულია გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შტატები სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს.

ირანის სულიერი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება მიიღო. მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად “სასოწარკვეთილმა დონალდ ტრამპმა ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა”.

გავრცელდა მედიატორის პოზიციაც. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შვეიცარიაში ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა, რადგან დოკუმენტს მხარეებმა ხელი დისტანციურად უკვე მოაწერეს.

სრულად წაკითხვა