MLS-ის ტურში „ლოს ანჯელესმა“ სტუმრად „რეალ სოლტ ლეიკი“ 4:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ჰონ-მინ სონი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია.
33 წლის სამხრეთკორეელი ამერიკაში ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ 22.5 მილიონ ევროდ გადავიდა და უკვე 6 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.
ცნობისთვის, „ლოს ანჯელესი“ 28 ტურის შემდეგ 47 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებს.