ჰოლიდეი ინნ-ის ნომერში ჩაკეტილი იყო პირი, რომელიც პერსონალს მოკვლით ემუქრებოდა – შსს

1 week ago 12

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტს გამოეხმაურა.

მათი თქმით, ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო 1 პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სრულად წაკითხვა