WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საპასუხო პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

კობახიძემ ერთი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა:

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას მთავარ მტკიცებულებად გამოაცხადა მარენულის შედეგბი.

შეხედეთ მაშინდელი არჩევნების მარნეულის შედეგებს და ყველაფერი ნათელი გახდებაო.

ჰოდა, ბატონო ირაკლი, სწორედ მაგ პრინციპით, 2024 წლის არჩევნებიც გაყალბებული გამოდის.

მე დიდი ხანია, როდესაც 2024 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე მეკითხებიან, მაგალითად მომყავს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში დაფიქსირებული შედეგები (მარნეულში, გარდაბანში, ახლაქალაქში და ნინოწმონდაში) და ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე ნათელი დასტური, რა იკადრა ხელისუფლებამ 2024 წელს.

ჰოდა, მიხარია. ამ საქმეში ირკლი კობახიძეც რომ შემომიერთდა“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.