ჰარი კეინი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

5 hours ago 2

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

ინგლისელმა თავდამსხმელმა „აინტრახტთან“ შეხვედრაში (3:0) კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ 6 ტურში 11 გოლი გაიტანა.

სეზონის დაწყებიდან კეინი შესანიშნავ ფორმაშია — ჩემპიონატში 11 გოლი, ხოლო ყველა ტურნირზე ჯამში უკვე 18 გატანილი ბურთი აქვს.

კეინის ბრწყინვალე შედეგები ადასტურებს, რომ ინგლისელმა სწრაფად მოერგო გერმანულ ფეხბურთს და „ბაიერნის“ შეტევაში მთავარი ფიგურა გახდა.

სრულად წაკითხვა