ჰანსი ფლიკმა პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

1 week ago 7

ბარსელონას გერმანელ დამრიგებელ ჰანსი ფლიკს გუნდში შესანიშნავი სადებიუტო სეზონი აქვს. ფლიკმა ბარსასთან ერთად უკვე 2 ტიტული მოიგო და წინ კიდევ 2 მოგება შეუძლია.

სხვათა შორის, ამასობაში ფლიკმა პეპ გვარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფლიკი პეპის შემდეგ პირველია, ვინც ბარსას დამრიგებლის როლში მადრიდის რეალი პირველივე სამ შეხვედრაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 2 კვირაში ლა ლიგის ეგიდით კიდევ ერთი ელ კლასიკო გაიმართება, მისი მოგებით კი ფლიკი გვარდიოლას გადასწრებასაც შეძლებს.

სრულად წაკითხვა