ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

9 hours ago 3

რუსეთში განადგურდა სასამართლოს საქმეთა ელექტრონული არქივის მესამედი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ჰაკერული შეტევა იყო სახელმწიფოს ავტომატიზებულ სისტემაზე „მართლმსაჯულება“.

ამის შესახებ სოციალური პრობლემების საკვლევად შექმნილი პროექტი „Если быть точным“ წერს რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ 2025 წლის მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით.

ელექტრონულ არქივზე კიბერშეტევის შედეგად 89 მილიონი აქტი განადგურდა.

სახელმწიფოს ავტომატიზებული სისტემის საიტების უსაფრთხოება ბოლოს 2015 წელს შემოწმდა, 2024 წლის ნოემბრამდე კი არ არსებობდა ელექტრონული არქივის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად რუსეთის ბიუჯეტიდან სისტემისთვის იხარჯება 4-5 მილიარდი რუბლი.

2024 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ მასთან კავშირის შესახებ განაცხადა უკრაინულმა დაჯგუფებამ BO Team.

სრულად წაკითხვა