მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი 2024/25 წლების სეზონის ინგლისის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
გამარჯვებული გულშემატკივართა ხმის მიცემით გამოვლინდა – ბელინგემმა კონკურენტებს უკან ჩამოიტოვა: მეორე ადგილი „არსენალის“ ნახევარმცველმა დეკლან რაისმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბელინგემი გახდა მხოლოდ მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ეს ტიტული ინგლისის ფარგლებს გარეთ თამაშისას მოიპოვა. პირველი იყო ოუენ ჰარგრივზი, რომელსაც 2006 წელს მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში ეროვნული ნაკრების საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.