ჯერი კვარაზეა - როგორ შეუძლია ხვიჩას მიქაუტაძის ლიონს დაეხმაროს

2 months ago 19

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონია, ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენი გავარდნილი, აი გიორგი მიქაუტაძის ლიონში კი საინტერესო ამბებია.

ბოლო წუთების დრამის შემდეგ ლიონი მე-6 პოზიციაზე გადავიდა და კონფერენს ლიგაზე გასასვლელი პოზიცია დაიკავა, თუმცა მაინც არსებობს შანსი, რომ ქართველის გუნდმა ევროპა ლიგაზე ითამაშოს.

საამისოდ პარი სენ-ჟერმენმა თასის ფინალში რეიმსი უნდა დაამარცხოს, რის შედეგადაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე ლიონი გადაინაცვლებს, კონფერენს ლიგის კვოტას კი სტრასბურგი შეავსებს.

ამაზე კომენტარი გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა, რომელმაც ხვიჩას მოკლედ და კონკრეტულად საქმის გაკეთება სთხოვა.

- თქვა გიორგიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს არის ჩანიშნული.

სრულად წაკითხვა