„მთებში დავდივარ – ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რად უნდა?“
***
“რატომ ცხოვრობს ადამიანი, რა აწვალებს, რა საჭიროა ეს ყველაფერი – სავსეა ამ ამბებით ჩემი თავი, სავსე იყო ტოლსტოი, წავიდა. წავალ მეც და არ იქნება არაფერი და თუ არ იქნება არაფერი, რატომ ვიღვწით, ვფიქრობთ, ვსწავლობთ.“,
კაცს აქვს მოთხოვნილება, იფიქროს, ისწავლოს არა უკვდავებისთვის, არამედ წამისთვის, როცა ის ცხოვრობს და რომელიც მისთვის არის მარადიულობა”.
***
“ადამიანი უნდა იყოს ადამიანი”…
…………………………………………………………….
გურამ რჩეულიშვილი დაიბადა თბილისში 1934 წლის 4 ივლისს, სწავლობდა პლეხანოვზე, მეცხრამეტე სკოლაში, შემდეგ თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე და მალევე გახდა ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პროზაიკოსი.
მიუხედავად იმისა რომ ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა, შექმნა ათეულობით მოთხრობა, ნოველა, მინიატურაა, ასევე პიესები და წერილები, რომლებშიც თავისუფლების სიყვარული, ადამიანურობა, სიმართლე და სიცოცხლის სილამაზე განსაკუთრებული ძალით არის გამოხატული.
1960 წელს, 26 წლის ასაკში, გაგრაში, დასახრჩობად განწირული ადამიანის ზღვიდან გამოყვანისას დაიღუპა.
როგორც ამბობენ გამუდმებით გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს.
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე შექმნილ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში, „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ“, წერდა:
„ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა…“
4 ივლისი, გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღე


2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·