ჯაფარიძე- თუ სადმე ძალების გაერთიანების პოტენციალია, ეს ისევ “წინააღმდეგობის პლატფორმაა”

16 hours ago 5

ცოტა ვინმე ყოფილა უფრო კრიტიკული სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვიდრე მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ:

ა) ჩვენ გვჭირდება რაიმე ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი. გარეთ სამუშაოდ გვჭირდება. ასეთი მხოლოდ ერთი გვაქვს ამ წუთას.

keep institutions alive [ინსტიტუტები ცოცხალი შეინარჩუნეთ] – არის ფრაზა, რომელიც ხშირად მომისმენია ჩვენი მეგობრებისგან. სალომე ვერ იქნება ისეთი ქარიზმატული, რომ მასები დაძრას, ვერც საუკეთესო მოდებატე გახდება ქართულად და ვერც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს მოჰყვება სხაპა-სხუპით. ასეთი არც არავინაა, მაგრამ მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე. ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას. ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.

ბ) მე არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება.

მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით. ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები. ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით. ძალა ერთობაშია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ.

თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ სალომე ზურაბიშვილის “წინააღმდეგობის პლატფორმაა”.

ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია ისე იბრძოლოს, ამ რეალობაში, ყველაფერი მოსულა, ჩემი აზრით.

მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას, და სხვა უკეთესი ადგილი, ვიდრე “წინააღმდეგობის პლატფორმაა” ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით.

გ) თავს ვერ დავდებ, რომ ადამიანებში საოცრად ვერკვევი და ჩემი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ალბათ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ის ვერ იტანს რუსეთს. დარწმუნდა, რომ ქოცები რუსები არიან. ძალიან გაბრაზებულია, რომ რუსეთს მისცა საშუალება ის გამოეყენებინათ მანამ, სანამ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ.

ეს ბრაზი მგონია, რომ გამოსაყენებელია. გარეთ ალბათ ამ მესამე პუნქტს არ დავწერდი საჯაროდ, მაგრამ აქედან მოსულა მგონი.

წერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ციხეში დაწერილ წერილში, რომელიც მის Facebook გვერდზე ვრცელდება 

სრულად წაკითხვა